კერმა სირიის საკითხში ლავროვის თანხმობაზე განცხადება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრთან, სერგეი ლავროვთან ისაუბრა სირიაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ და აღნიშნა, რომ მათ სავარაუდოდ, შეთანხმებას მიაღწიეს – ამის შესახებ დღეს Reuters-ი წერს.
“ჩვენ, პრინციპში, წინასწარ შეთანხმებას მივაღწიეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძირითად პრინციპებზე, რომელიც რამდენიმე ხანში დაიწყება კიდეც” – განაცხადა კერმა, და დაამატა, რომ ამის მიუხედავად, რუსულ მხარესთან ჯერ კიდევ არსებობს გადაუჭრელი საკითხები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სირიის ოპოზიციამ 2-3 კვირით ასადის სამხედროებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი იმ პირობით, რომ რუსეთი შეწყვეტს ავიადარტყმებს მათ პოზიციებზე.
ამასთანავე, რუსეთმა ადრე განაცხადა, რომ გააგრძელებს ავიადარტყმებს იმათზე, ვისაც ის ტერორისტად თვლის იმის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი თუ არა.
ხელშეკრულება შესაძლებელია გაგრძელდეს.

შეთანხმების მხარეა ყველა ოპოზიციური ძალა, გარდა “ისლამური სახელმწიფოსი”.

banner
წინა სტატიაშიჯებ ბუში საპრეზიდენტო მარათონიდან გავიდა
შემდეგი სტატიატოკიოში ოკინავაში აშშ-ს ბაზების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა