კერის ლავროვის სიტყვით გამოსვლის გამო თავი პარალელურ სამყაროში ეგონა

კერის ლავროვის სიტყვით გამოსვლის გამო თავი პარალელურ სამყაროში ეგონა

14აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლისას თავი პარალელურ სამყაროში ეგონა – გამოსვლა სირიაში შექმნილ მდგომარეობას  შეეხებოდა. აშშ-სა და რუსეთს შორის სირიის საკითხში ურთიერთობა ჰუმანიტარული ტვირთის დაბომბვის შემდეგ დაიძაბა, რომელიც 19 სექტემბერს ალეპოში მოხდა.
ლავროვმა თავის გამოსვლაში 19 სექტემბრის ინციდენტის საგულდაგულოდ გამოძიებისკენ მოუწოდა გაეროს, სადაც ის სიტყვით გამოვიდა და განაცხდა, რომ აშშ-რუსეთის შეთანხმება, რომელსაც მათ 9 სექტემბერს მიაღწიეს, საკითხის კომპლექსური მიდგომის შემთხვევაში იმუშავებს.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირობას მხოლოდ სირიის სამთავრობო არმია იცავდა, ოპოზიციამ კი შეთანხმება 300-ჯერ დაარღვია.

რუსეთიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის გამოსვლის შემდეგ ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ჰუმანიტარულ ტვირთზე თავდასხმის შემდეგ რუსეთის სურვილების არ სჯერა სირიაში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული და რუსული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ჰუმანიტარული ტვირთის დაბომბვაში. გერმანიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ სიტუაციაში მას საკუთარი “ეჭვმიტანილი” არ ყავს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიალადო ბედუკაძე სამეგრელოს მოსახლეობას მიმართავს