კერი რუსეთს და ასადს სირიაში შეჭრით დაემუქრა

თუკი რუსეთის ხელისუფლება, დამასკო და ირანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეასრულებენ, ამან შესაძლებელია სირიაში დამატებითი ძალების გადატყორცნა გამოიწვიოს – ამის შესახებ აშშ-ს გენერალურმა მდივანმა ჯონ კერმა “ორიენტის” ეთერში განაცხადა.
“თუკი ასადი საკუთარ მოვალეობას არ შეასრულებს, ირანელები და რუსები კი მას არ აიძულებენ გააკეთოს ის, რისი პირობას დადეს… მსოფლიო თანამეგობრობის წევრები, ცხადია, უბრალოდ, არ იჯდებიან, როგორც ბრიყვები, და ამის თვალყურის დევნას არ დაიწყებენ” – თქვა კერმა.

სახელმწიფო მდივანმა რუსეთისგან მოითხოვა შეწყვიტოს დაბომბვები იმ რაიონებში, რომელზეც შეთანხმება მოქმედებს და რუსეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში.

შეგახსენებთ, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ერთ კვირაში შევა ძალაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს შეხვდა
შემდეგი სტატიარუსეთმა “ისლამურ სახელმწიფოს” ურჩია დასავლეთს მადლობა გადაუხადოს