კერესელიძის თქმით, ინფორმაცია თითქოს პარტიას კეზერაშვილი აფინანსებს „ძალიან დიდი ტყუილია”

კერესელიძის თქმით, ინფორმაცია თითქოს პარტიას დავით კეზერაშვილი აფინანსებს „ძალიან დიდი ტყუილია”

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრის, შალვა კერესელიძის განცხადებით, ინფორმაცია თითქოს პარტიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აფინანსებს „ძალიან დიდი ტყუილია”.

მისივე თქმით, პარტიის დაფინანსების და შემოსავლების წყაროები გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ხან კეზერაშვილი აფინანსებს, ხან ჩხატიშვილიო. ხან ვისი პროექტი ვართ და ხან – ვისი, თუ საიდან ვფინანსდებით და რა იქნება ჩვენი შემოსავლის წყარო, ეს არის ძალიან გამჭვირვალე, ძალიან ნათელი, რასაც მალე გაიგებთ”, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგახარია თბილისის მერობის კანდიდატურაზე – ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს
შემდეგი სტატიამეზვრიშვილი: ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არცერთ პარტიასთან, რომელსაც ექნება რადიკალური დღის წესრიგი