კერესელიძე: მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, დაჩქარებული წესით მოხდეს კანონპროექტის განხილვა, რადგან საკრებულოებმა ღია კენჭისყრით შეძლონ თანამდებობის პირების არჩევა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა შალვა კერესელიძემ საქართველოს პარლამენტს მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვისკენ მოუწოდებს, რომელიც საკრებულოებში თანამდებობის პირების ღია კენჭისყრით არჩევას ითვალისწინებს.

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია ახლადარჩეული საკრებულოს წევრებზე მუქარებს განაგრძობს, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უმრავლესობა არ აქვს.

“ძალიან სამწუხაროა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგაც, კვლავ გრძელდება ახლადარჩეული საკრებულოს წევრებზე მუქარები სხვადასხვა ფორმებით და მეთოდებით, განსაკუთრებით იმ საკრებულოებში, სადაც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ გააჩნია და ყველა ღონეს ხმარობს, რათა შექმნას მისთვის სასურველი პოლიტიკური გარემო, ჩვენმა გუნდმა, როგორც „ქართულ ოცნებას“ ასევე “ნაციონალურ მოძრაობას“, იქედან გამომდინარე რომ კრიზისი განმუხტულიყო და საკრებულოებს შეუფერხებლად გაეგრძელებინათ საქმიანობა, შევთავაზეთ, როგორც მეტი ხმის მქონე პარტიებს შეთანხმებულიყვნენ, თუ ვინ უნდა ყოფილიყვნენ წამყვან თანამდებობებზე და რა თქმა უნდა ჩვენ ამ პოზიციას განვიხილავდით და მხარს დავუჭერდით, მხოლოდ იმის გამო, რომ საკრებულოებში პროცესი არ შეფერხებულიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მთავარ მიზანს წარმოადგენს საკრებულოების შეუფერხებელი ფუნქციონირება, ჩვენ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჩვენ გუნდს მოსახლეობამ მისცა გადამწყვეტი ხმის მანდატები, წარვადგინეთ ჩვენი კანდიდატები, მაგრამ სამწუხაროდ მეორე დღესვე დაიწყო სხვადასხვა პარტიების მიმართ გადმობირებები, მოსყიდვები, ფარული მოლაპარაკებები, რაც სამწუხაროდ, პირველ რიგში ძალიან დიდი შეურაცხყოფაა ჩვენი ამომრჩევლების. სწორედ ამიტომ, პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა წარმოადგინა საკანონდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საკრებულოს გადაწყვეტილებები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა პოზიციებზე არჩევა, უნდა განხორციელდეს საკრებულოში ღია კენჭისყრის პრინციპით. სწორედ მოქმედი კანონმდებლობის მანკიერი მხარეს წარმოადგენს ის, რომ მმართველ პარტიას ეძლევა შესაძლებლობა უგულებელყოს ამომრჩევლის ნება და მაქსიმალურად დააკომპლექტოს თავისი წარმომადგენლებით, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე სხვადასხვა პოზიციებზე. ეს გახლდათ მიზეზი, რის გამოც ჩვენმა გუნდმა დავაინიცირეთ აღნიშნული კანონპროექტი, რომ საჯაროდ გამოვლინდეს როგორც მმართველი პარტიის, ისე ყველა პოლიტიკური პარტიის უკანონობა, პოლიტიკური ვაჭრობა და რაც მთავარია, გამოირიცხოს პოლიტიკური პარტიების სპეკულაციები და ჩვენი მოსახლეობისათვის ბევრად უფრო ღია და ნათელი გახდეს საკრებულოს თითოეული წევრის კეთილსინდისიერება და დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლისადმი. პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, დაჩქარებული წესით მოხდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში, რადგან ახლადარჩეულმა საკრებულოებმა ღია კენჭისყრით შეძლონ საკრებულოს თანამდებობის პირები არჩევის პროცესი და თავიდან ავიცილოთ ფარული და კორუფციული გარიგებებით მიღებული გადაწყვეტილებები” – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: სამართლებრივის გარდა, სააკაშვილის გათავისუფლების სხვა გზას ვერ ვხედავ
შემდეგი სტატიაყოფილი ცოლისა და მისი ნათესავების, მათ შორის 8 თვის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა