კერძო უნივერსიტეტებში სწავლა ძვირდება. ინფორმაციას ამის შესახებ BMG შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის მიერ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო ცნობარზე დაყრდნობით ავრცელებს.
დოკუმენტის მიხედვით, კერძო უნივერსიტეტების ნაწილში რიგ მიმართულებებზე სწავლის საფასური გაზრდილია.
შავი ზღვის უნივერსიტეტი – ამერიკისმცოდნეობის წლიური საფასური გასულ წელთან შედარებით 600 ლარით გაიზარდა და 2 590 ლარის ნაცვლად 3 190 ლარი გახდა;
ალტე – მედიცინის სწავლის ღირებულება 3 500 ლარიდან 3 950 ლარამდეა გაზრდილი;
საქართველოს უნივერსიტეტი – არქიტექტურის სწავლის წლიური საფასური 800 ლარით გაიზარდა და 4 200 ლარის ნაცვლად 5 000 ლარი იქნება; წინა წელთან შედარებით 1 500 ლარით გაძვირებულია სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, რომელიც 5 000 ლარი ღირს;
კავკასიის უნივერსიტეტში რამდენიმე მიმართულებაზე 400-1 000 ლარიანი მატებაა – სამართლის ფაკულტეტზე წლიური საფასური 7 590 ლარიდან 7 990 ლარამდე გაიზარდა, ევროპისმცოდნეობის, სოციოლოგიის და ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებაზე საფასური 4 590 ლარის ნაცვლად 4 990 ლარი გახდა, 1 000 ლარით, 4 990-დან 5 990 ლარამდე გაიზარდა ეკონომიკის სწავლის საფასური;
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში საჯარო მმართველობაზე სწავლის ღირებულება 2 500 ლარიდან 2 750 ლარამდე არის გაზრდილი;
განათლების რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება უქმდება
















