კერძო სკოლებს მოსწავლისთვის ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსის შეწყვეტაზე ვალდებულებები უწესდებათ

კერძო სკოლებს, მოსწავლისთვის ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეწყვეტაზე ვალდებულებები უწესდებათ. ცვლილებები “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შედის და დღეს კანონპროექტზე ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.

ცვლილებების მიხედვით, კერძო სკოლა ვალდებული იქნება, მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე, გადაწყვეტილების მიღების დღესვე წერილობით განათლების სამინისტროს აცნობოს. ხოლო პირადი საქმე და დოკუმენტაცია, მოსწავლის მიმღებ სკოლას გადასცეს. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა კერძო სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი იქნება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის პასუხოსმგებლობას “ქართული ონცნების” უცოდიარ მენეჯმეტს აკისრებს. მისივე თქმით, ამ ნაბიჯით “ქართულმა ოცნებამ” “ნაჯახი ჩავარტყა” კერძო სკოლებს.

“ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, მოდი ნაჯახი ჩავარტყათ და კანონის ძალით დავავალდებულოთ კერძო სკოლებს ამის გაკეთება. ეს იგივეა აპენდიციტი ამოჭრა ავტოგენით. აქ არც მშობლებმა არაფერი არ დააშავეს, არც ბავშვებმა, არც კერძო სკოლებმა. აქ დააშავა ქართულმა ოცნებამ, რომელმაც აბსოლუტურად უცოდინარი მენეჯმენტით მიიყვანა სიტუაცია იქამდე, რომ მშობლებს არ აქვთ ფული, რათა კერძო სკოლის გადასახადი გადაიხადონ. ესაა ქართული ოცნების ჩვეულებრივი სტილი”, – ამბობს დიმიტრი შაშკინი.

განათლების სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსი ფორმულირებით კანონის მიღება არ შეიძლება, რადგან ის მოსწავლეებს განათლების მიღების უფლებას მნიშვნელოვნად შეუზღუდავს.

banner
წინა სტატიაშიგლდანში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე პ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა