კერძო სკოლებს 12-წლიანი სასწავლო პროგრამის შენარჩუნება შეეძლებათ – რა ხდება საჯარო სკოლებთან მიმართებით?

კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა , ხოლო საჯარო სკოლების იმ მოსწავლეებისთვის ვისაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების სურვილი ექნება შექმნება სპეციალური კლასები – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის შესახებ საუბრისას განაცხადა.

კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა და მეორე, რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქაც თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მეთორმეტე კლასი იმისთვის, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეც კლასები შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში გვინდა, თითოეულ რაიონში შევქმნათ შესაბამისი სპეც კლასები. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს ექნება სურვილი, დაამთავროს მეთორმეტე კლასი და განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი”, – თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, როდესაც პირველი კურსიდან მიდის ადამიანი სასწავლებლად საზღვარგარეთ, მათი უდიდესი ნაწილი აღარ ბრუნდება ქვეყანაში. კობახიძის მტკიცებით, სპეკულაციაა, განცხადებები, რომლებიც მოსწავლეებისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას შეეხება. მან გაიმეორა, რომ 11 წელიწადში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია.

banner
წინა სტატიაშირა ბედი ელის რესპუბლიკურ საავადმყოფოს?!
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა