კერძო მევახშეებისგან და ბანკებისგან დაზარალებული ასობით ბავშვი გამოსახლების და საკუთრების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას

კერძო მევახშეებისგან და ბანკებისგან დაზარალებული ასობით ბავშვი გამოსახლების და საკუთრების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. იპოთეკითა და კერძო მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციამ და უფლებამდაცველმა მამისა ჯაფარაშვილმა დღეს აღნიშნულ თემაზე ბრიფინგი გამართეს.

ასოციაციის დამფუძნებლის გიგა წულეისკირის განცხადებით მიმდინარე პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2100 გამოსახლების პროცესია ჩანიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 2100 ბავშვი რჩება საცხოვრებელი ფართის გარეშე. უფლებამდაცველის მამისა ჯაფარაშვილის განცხადებით ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო ბანკების წარმომადგენლები მოქალაქეებს ეცნობიან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის სახით, აშინებენ გამოსახლებით და თაღლითურად აჩქარებენ გამოსახლების პროცესს.

უფლემადაცველებები სახლემწიფოს მოუწოდებენ შეჩერონ გამოსახლების პროცესი და არ დატოვონ მოქალაქეები უკანასკნელი საცხოვრისის გარეშე.

banner
წინა სტატიაშიკარგია ყველა ვიზიტი ყველა ქვეყანაში, მაგრამ იმ ქვეყნის პრემიერი, რომელიც ევროკავშირში საკუთარი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ლობირებს, ევროკავშირის ერთი დედაქალაქიდან მეორეში უნდა დადიოდეს – სამადაშვილი
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი: თავისუფალი საზოგადოება მედიის გარეშე არ არსებობს