კენტი: საქართველო 2003 წლის შემდეგ მაგალითი იყო, რისი მიღწევა შეუძლიათ ქვეყნებს

“2003 წლის შემდეგ საქართველო რეგიონში იმის დემონსტრირების ლიდერი იყო, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ ქვეყნებს”, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ნებისმიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება აირჩიოს საკუთარი ბედი.

“ჩვენ საქართველოს წარმატებაზე ვზრუნავთ. პირველ რიგში, გვწამს იმის, რომ ნებისმიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება აირჩიოს საკუთარი ბედი. ასევე, 2003 წლის შემდეგ საქართველო რეგიონში იმის დემონსტრირების ლიდერი იყო, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ ქვეყნებს, თუ მათ სისტემური რეფორმების გატარება ნამდვილად სურთ. კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ საქართველო საერთო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ბევრი ქვეყანა შეერთებულ შტატებს სთხოვს დახმარებას და დაცვას, საქართველოს კი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ გვსურს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და დღეს საქართველოს ნატოს ავღანეთის მისიაში სიდიდით მეოთხე წარმომადგენლობა აქვს. საქართველომ საკუთარი მნიშვნელობის დემონსტრირება შეძლო და სწორედ ამიტომ, ამის გამო შეერთებული შტატები საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს სამხრეთ კავკასიაში”, – აცხადებს კენტი.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიმდინარაძე: ოპოზიციას მანდატების გაუქმებას, ალბათ, არც ახლა დავუკმაყოფილებთ
შემდეგი სტატიაქობულეთში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია