კენიელ ქალებს არჩევნების წინ სექს-ბოიკოტისკენ მოუწოდეს

კენიელმა დეპუტატმა ქალებს მოუწოდა ქმრებთან სექსით არ დაკავდნენ მანამდე, სანამ ისინი არ დარეგისტრირდებიან არჩევნებზე, რომელიც 8 აგვისტოს უნდა გაიმართოს. მიში მბოკომ განაცხადა, რომ ოპოზიციური ხმების მოსაზიდად ეს საუკეთესო სტრატეგიაა. “ქალებო, აი სტრატეგია, რომელიც თქვენ უნდა გამოიყენოთ. ეს საუკეთესოა. უარი უთხარით მათ სექსზე, სანამ ისინი ამომრჩევლის ბარათს არ გაჩვენებენ” – მოუწოდა მბოკომ.
ამომრჩევლენის რეგისტრაცია 17 თებერვალს სრულდება.
მბოკოს თქმით, სექსი ძლიერი იარაღია, რომელიც მამაკაცებს აიღულებს საარჩევნოდ დარეგისტრირდნენ. პოლიტიკოსმა დააზუსტა, რომ მის ქმარს ბოიკოტი არ ეხება, რადგანაც მან უკვე აიღო ამომრჩევლის ბარათი – წერს “ბიბისი” .

კენიაში სექს-ბოიკოტი პირველად არ ხდება.
2009 წელს აქტივისტმა ქალებმა ერთკვირიანი სექს-გაფიცვა მოაწყვეს, მოთხოვნით, რომ ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის კონფლიქტი დასრულებულიყო.

banner
წინა სტატიაშისიცოცხლეს შევწირავ და ბოლომდე შევაკვდები ივანიშვილს, თუ რუსთავი2 ჩაყლაპა – გიგი უგულავა
შემდეგი სტატიატერეზა მეი: “ბრეკსიტის” შესახებ შეთანხმება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს