“ბაქოში ახლახანს კობახიძე კენიის პრემიერს შეხვდა. კენიაში მიმდინარე პროტესტი დაარბიეს და სამწუხაროდ არის მსხვერპლიც. ველით ქართული ოცნების ბრიფინგს, სადაც დაგმობს ამ ძალადობას და მხოლოდ ევროკავშირს და დანიას არ მოვთხოვთ ანგარიშვალდებულებას”,_ წერს უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, კობახიძემ 19 მაისს საგაგებო ბრიფინგზე დანიაში აქციის დარბევა დაგმო და ევროკავშირის ლიდერებს კითხვით მიმართა: “ქალბატონო ურსულა, ბატონო ანტონიო, ქალბატონო რობერტა, მოგმართავთ კითხვით თქვენ, როგორც ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს – როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომლიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა?”















