კენეტ იალოვიცი: ვითარება გამოიყურება, როგორც დღემდე არსებული პროგრესიდან უკან დახევა

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი: ორივე ჩვენგანი საქართველოს დემოკრატიის განვითარების კურსს დიდი ხანია ვაკვირდებით. იყო პერიოდები, როდესაც პროგრესი ჩერდებოდა და შემდეგ ისევ იწყებოდა, მაგრამ ზოგადი პროგრესი ყოველთვის შესამჩნევი იყო და გამორჩეულად კი ბოლო წლების განმავლობაში. განსაკუთრებით, ბატონი სააკაშვილისგან ქართული ოცნებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაცემა . თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისეთი მოვლენები ხდება, რაც ძალიან გვაშფოთებს.

ერთი წლის წინ საქართველოში ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლის რანგში. დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ რამდენიმე ისეთი ელემენტი იყო ამ არჩევნებში, რომლებიც წინ გადადგმულ ნაბიჯად არ ითვლება. მას შემდეგაც რამდენიმე რა მოხდა. გავრილოვის საქმე, ბევრი კუთხით, ძალიან სამწუხარო მოვლენა იყო. მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენება, რომლის გამოც ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, არ იყო კარგი. ძალადობა არც ერთი მხრიდან არ იყო კარგი, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალის გამოყენების ხარისხი არაპროპორციული იყო. ამასთან, „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წავიდა, პარლამენტის სპიკერი თანამდებობიდან გადააყენა და პროპორციულ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დათანხმდა. ამის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე დაპირების შესრულება ვერ შეძლო. ამას შემდეგ ის მოჰყვა, რომ საქართველოში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა „ენ-დი-აი“ და „აი-არ-აი“ და ზოგადად, ამერიკის მიერ მხარდაჭერილი არასამთავრობოები გააკრიტიკა. ეს ყველაფერი ჩვენი მხრიდან სერიოზული შეშფოთების საბაბს აჩენს. ეს ვითარება გამოიყურება, როგორც დღემდე არსებული პროგრესიდან უკან დახევა.

“ამერიკის ხმა”

banner
წინა სტატიაშისოფელ ვაზისუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს