კენეტ იალოვიცი: საქართველოში მესიების როლი უნდა დამთავრდეს

ამერიკის ყოფილი ორი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი: საქართველოში მესიების როლი უნდა დამთავრდეს. ეს ადამიანები იყვნენ ბატონი გამსახურდია, ბატონი შევარდნაძე, ბატონი სააკაშვილი და ახლა ბატონი ივანიშვილი. ცხადია, ეს საქართველოს პოლიტიკური სისტემის შედეგია და საქართველოს შიდა საქმეა. მაგრამ მე ის მაწუხებს, რომ ბატონი ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა, მაგრამ ის არჩეული ოფიციალური პირი არ არის. ერთ წელზე მეტხანს ის პრემიერ-მინისტრი იყო და შემდეგ გადაწყვიტა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. მას შემდეგ, რაც ის პარტიის თავმჯდომარე გახდა, ჩვენ გვესმის, რომ ის არის მთავარი ძალა, რომელიც ქვეყანას მართავს. პრემიერ-მინისტრები მიდიან და მოდიან და ვერ გაიგებ რატომ. ისინი ძირითადად, ბატონ ივანიშვილთან არიან დაკავშირებული. სამწუხაროდ, არ მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო — არ შეიქმნა ახალგაზრდა ქართველი ლიდერების კადრები, რომლებიც პრემიერ მინისტრები, მინისტრები გახდებოდნენ და რომლებიც გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ იმაზე დაყრდნობით, რომ ისინი ხალხის მიერ არიან არჩეული. ქართული დემოკრატიის განვითარების მხრივ, ეს ერთ-ერთი ნაკლოვანებაა.

 

სამხედრო ურთიერთობა ძალიან მტკიცეა – ჩვენი მხრიდან იარაღის მიწოდება იქნება თუ სხვა რამ. ის რაც მაშფოთებს ურთიერთობის სხვა სფეროებია. იმას დავამატებდი, რაც ელჩმა კორტნიმ თქვა არჩევნებზე. მომავალ არჩევნებამდე თითქმის ერთი წელია დარჩენილი. საქმე იმაში არაა, თუ რა მოხდება არჩევნების დღეს. იმის მსგავსი რამ, რაც ბოლო არჩევნებზე მოხდა, როდესაც ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად არჩევნებში სახელმწიფო რესურსი და ინსტიტუტები იქნა გამოყენებული, თავიდან უნდა იქნას აცილებული.

შარშან საქართველოში ვიყავი, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ სიტყვა “ფაშისტი” იქნა გამოყენებული. ასეთი რამ დემოკრატიაში უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს. ეს მთლიანი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას უქმნის საფრთხეს. არჩევნების დროს, არა მხოლოდ უშუალოდ არჩევნების დღეს აქვს მნიშვნელობა, არამედ მთელ პერიოდს, რომელიც არჩევნებს უძღვის წინ.

კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის კონგრესმენებმა პრემიერს წერილი გაუგზავნეს, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნებს კრიტიკული მნიშვნელოვნა ექნება. თუ საქართველოს სურს სწორი მიმართულებით განვითარება, დემოკრატიის გაძლიერება და დასავლეთთან უფრო ახლო ინტეგრაცია, უკუსვლა არ უნდა ჰქონდეს.

“ამერიკის ხმა”

banner
წინა სტატიაშიყველა უნდა შევეჩვიოთ გადასახადების გადახდას, იქნება ეს ტელევიზია, საწარმო, მცირე საწარმო, თუ რომელიმე სხვა ორგანიზაცია
შემდეგი სტატიაამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი: ქართველები შეშფოთებული არიან საკუთარი მთავრობით