კენჭისყრა პარლამენტში – გარემოს დაცვის კომიტეტი ნინო წილოსანმა ჩაიბარა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის მიზნით მორიგი კენჭისყრები ჩატარდა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანი- 76 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩიეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ გურამ მაჭარაშვილის არჩევას, – 81 მომხრე ჰყავდა და არცერთი წინააღმდეგი.

საპარლამენტო თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა. ამის გამო პარლამენტის თავმჯდომარე 2 მოადგილის, ხოლო 3 კომიტეტი თავმჯდომარის გარეშე დარჩა.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 ნოემბრისთვის – დოლარი – 2.9744, ევრო – 3.2757, ფუნტი – 3.8465
შემდეგი სტატია“წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმა 130 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდება”