კემეროვოში გარდაცვლილთა რაოდენობას მალავენ (ვიდეო)

,,350-დან 400-მდე დაღუპული და მათ შორის უემეტესობა ბავშვები არიან,,- ასეთია დამოუკიდებელი რუსი ბლოგერების მონაცემები კემეროვოში მოხდარი ხანძრის შედეგებზე, რომელსაც მათი აზრით რუსეთის ხელისუფლება საგანგებოდ მალავს.
,,მოგვდის შეტყობინებები, რომ კემეროვის მორგში მშობლებს საკუთარი შვილების ამოსაცნობად არ უშვებენ, თუ ისინი ინფორმაციის გაუთქმელობაზე არ მოაწერენ ხელს. მთელი ქალაქი გარშემორტყმულია ძალოვანებით და ნაბრძანებია ,,ენას კბილები დააჭირონ,, მორგები იმ დონემდეა გადავსებული, რომ გვამები სხვა ქალაქში გადააქვთ… გარდაცვლილთა შორის უფროსები ცოტანი არიან. ძირითადად ბავშვებია. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, გარდაცვლილთა რაოდენობა 350-დან 400-მდეა,, აცხადებს ერთ-ერთი რუსი ბლოგერი ,,ტვიტერში,,

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაც უცნობი პირი კემეროვოს საავადმყოფოში მომუშავე ახლობლის მიერ მიცემულ ინფორმაციას ჰყვება სატელეფონო აუდიო შეტყობინებების მეშვეობით. ამ აუდიოინფორმაციაშიც საუბარია 350 გარდაცვლილზე რომელთა შირის აბსოლიტური უმეტესობა ბავშვია… ,,გუშინ, ბავშვებით სავსე 4 ავტობუსი მოიყვანეს სავაჭრო ცენტრთან, რომ ისინი, იქ არსებულ კინოთეატრში მულტფილმის პრემიერას დასწრებოდნენ. გაუგებარია რატომ ჩაკეტეს კარის დარაჯებმა ეს ბავშვები დარბაზში. ალბათ იფიქრეს გარეთ რომ არ გაქცეულიყვნენ. ჩაკეტეს ისინი და თვითონ წავიდნენ.,, აცხადებს ინფორმაციის ავტორი, რომელიც ასევე აცხადებს, რომ ოლქის გუბერნატორის, მილარდერ ამან ტულეევის განკარგულებით, მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია იბლოკება და ის მას მერე გახდება ცნობილი, რაც ტულეევი გუბერნატორობიდან გადადგება.

დამოუკიდებელი რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში არსებულ კინოთეატრში და ატრაქციონებზე, მოზარდები საპრეზიდენტო არჩევნების დროს პუტინის მხარდამჭერების მიერ დარიგებული უფასო კუპონებით იყვნენ მისული.
ცოტა ხნის უკან, რადიოსადგურ ,,ეხო მასკვი,,-მ კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც თვითმხილველი ახალგაზრდა კაცი ჰყვება საბაჭრო ცენტრში მომხდარის შესახებ… ამ ვიდეოშიც, თვითმხილველი აცხადებს, რომ კინოთეატრში 100-მდე ბავშვი იყო, რომლებიც ცოცხლად დაიწვნენ. მისივე განმარტებით, ძალიან ბევრი ბავშვი იყო ატრაქციონებზე და სათამაშო ოთახებში, რომლებიც ასევე დაიღუპნენ. ,,ძალიან ბევრი ბავშვი იყო ასევე სართულებზე… 2-3 წუთში ბოლმა სრულად მოიცვა სართულები,, აცხადებს თვითმხილველი.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური.

 

https://youtu.be/29d1Bwxr09U

 

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობით სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შემდეგი სტატიაჩეჩნეთის დედაქალაქში 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის