რუსეთის ქალაქ კემეროვოს სამშობიარო სახლიდან ჩვილებს სამხედრო ტანსაცმლით წერენ, ეს აქცია კი “დიდ სამამულო ომში” გამარჯბეის მე-80-ე წლისთავს მიუძღვნეს.
როგორც აქციის ორგანიზატორი, კემეროვოს ბავშვთა სახლის დირექტორი ამბობს, აქციის მიზანია “ყველას შეახსენოს თაობებს შორის კავშირის შესახებ და ის წვლილი, რაც გაიღეს სსრ კავშირის დამცველებმა მეორე მსოფლიო ომის დროს. იმის საჩვენებლად, რომ რუსეთის ყველა პატარა მოქალაქეც კი დიდი ისტორიის ნაწილია”.
სამშობიარო სახლში ამბობენ, რომ ჩააცმევენ თუ არა სამხედრო ფორმას ჩვილებს, დედები თვითონ ირჩევენ, ხოლო უარის შემთხვევაში სახლში ჩვეულებრივ ჩაცმულ ბავშვებს ატანენ.
აქცია აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყეს, ბავშვებისთვის სამხედრო ტანსაცმელს მედდები ამზადებენ. დირექტორის თქმით, ასეთ ჩაცმულობაზე თანხმობის და უარის შემთხვევები 50/50-ზეა.