კემერონის პრეს-სამსახურმა “პანამურ დოკუმენტებზე” კომენტარი არ გააკეთა

დიდი პრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის პრეს-სამსახურმა, პრემიერის გარდაცვლილი მამის კორუფციასთან შესაძლო კავშირზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა – შესაბამისი დოკუმენტი დღეს ჟურნალისტ-გამომძიებელთა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, მიმდინარე მომენტში კემერონის ოჯახი ანხორციელებს თუ არა ოფშორულ ფონდში ინვესტირებას, პრემიერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ “ეს მისი პირადი საქმეა”, მან ასევე აღნიშნა, რომ კემერონმა “გადასახადების გადახდის კუთხით ბევრი ზომა განახორციელა”.
დღესვე ბრიტანეთის გადასახადებისა და საბაჟო საკითხების სამსახურმა განცხადება გააკეთა, რომ მთავრობამ ჟურნალისტ-გამომძიებლების საერთაშორისო კონსორციუმს გამოსთხოვა დოკუმენტები, რომელიც კემერონ-უფროსის სახელს უკავშირდება – ისინი დოკუმენტების საგულდაგულოდ შესწავლას აპირებენ.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო: არადეკლარირებულ ოფშორებს იურისტები ახსნიან
შემდეგი სტატიაქართული ლეგიონი მზად არის აზერბაიჯანისთვის იბრძოლოს მთიან ყარაბაღში