კემერონი: ოფშორულ კომპანიებში მე წილები არა მაქვს

ბრიტანეთის პრემიერმა, დევიდ კემერონმა, “პანამურ დოკუმენტებში” მისი მამის სახელის ხსენების კომენტარებისას განაცხადა, რომ მას თავად ოფშორში კომპანია არ აქვს.
“მე არა მაქვს არანაირი აქციები, არანაირი ოფშორული ფონდები, არანაირი სახსრები და მსგავსი რამ” – განაცხადა კემერონმა.
მისი თქმით, ის ხელფასზე ცხოვრობს, რომელსაც, როგორც პრემიერი გამოიმუშავებს.მისივე ინფორმაციით, მას აქვს სახლი და გარკვეული დანაზოგი, რომლისგანაც პროცენტებს იღებს.

გუშინ, კემერონის პრეს-მდივანმა შეკითხვაზე, აქვთ თუ არა პრემიერის ოჯახის წევრებს ოფშორში კომპანიები, უპასუხა, რომ ეს მისი საქმე არაა.
შეგახსენებთ, რომ საუბარია ე.წ. “პანალურ დოკუმენტებზე”, რომელიც 3 აპრილს გამოქვეყნდა. ჟურნალისტების გამოძიებაში ათობით ცნობილი ადამიანი და კომპანიაა, რომლებსაც ოფშორებში არადეკლარირებული კომპანიები გააჩნიათ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა ოდესაში არსებული ლენინის და სხვა ძეგლებზე დემონტაჟის ბრძანება გასცა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე სომეხ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა