კემერონი: ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას ახალი პრემიერი მიიღებს

კემერონი: ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას ახალი პრემიერი მიიღებს

kemeroniბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას ახალი პრემიერი მიიღებს. კემერონის კაბინეტი კი საჭირო დოკუმენტებს მოამზადებს, მაგრამ განცხადებას გასვლასთან დაკავშირებით არ გააკეთებს.
დღეს პალატაში რეფერენდუმის შედეგებზე ოფიციალური მოხსენებისას, დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ის, რაც მან თქვა, უკვე იციან ევროკავშირში, ასევე იცის ანგელა მერკელმა, რომ პრემიერის კაბინეტი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ინიციატივის გაკეთებას არ აპირებს.

ბრიტანეთის პრემიერი ევროსაბჭოზე ხვალ სიტყვით გამოსვლისას, იგივეს განცხადებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი უნდა დატოვოს.

banner
წინა სტატიაშიხიდაშელის პიარულ ნაბიჯს გაეცემა ის პასუხი
შემდეგი სტატიაიტალიის სენატმა ანტირუსული სანქციების მოხსნის შესახებ რეზოლუცია არ მიიღო