კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ინდოეთსა და ბუტანში ვიზიტი დაიწყეს

6დღეს პრინცი უილიამი მეუღლითურთ მუმბაიში ჩავიდა. ისინი ინდოეთსა და ბუტანში ერთ კვირას გაატარებენ.
მოგზაურობაში ისინი ბავშვების გარეშე გაემგზავრნენ. როგორც “ბიბისი” წერს, მუმბაიში ისინი სასტუმრო “ტაჯ-მაჰალში” გაჩერდნენ. მათ პატივი მიაგეს 2008 წლის ნოემბერში მუმბაის თავდასხმისას დაღპულების ხსოვნას, რომლის დროსაც 166 ადამიანი გარდაიცვალა.

სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ტაჯ-მაჰალის მონახულებასაც აპირებენ, სადაც 1992 წელს პრინცესა დაიანას, უილიამის დედის ცნობილი ფოტოა გადაღებული, სადაც ის მარტო ზის სკამზე ტაჯ-მაჰალის ფონზე.

პრინცი უილიამი და მისი მეუღლე საქველმოქმედო ღონისძიებებშიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში დაკავებულებს საფრანგეთში უნდოდათ ტერაქტის მოწყობა
შემდეგი სტატიაგერმანიის სპეცსამსახურები ქვეყანაში შესაძლო ტერაქტებზე საუბრობენ