კელოგის თქმით, ამერიკელი ოფიციალური პირები ძალისხმევას დებენ მოსკოვისა და კიევის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასასმელად, თუმცა საბოლოოდ სწორედ კიევი გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა ნებისმიერ შეთანხმებას, რომელსაც აშშ შესთავაზებს

რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრაინა დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას სამომავლო „სამშვიდობო შეთანხმებასთან“ დაკავშირებით. ამის შესახებ კელოგმა ჟურნალისტებს ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განუცხადა.

კელოგის თქმით, ამერიკელი ოფიციალური პირები ძალისხმევას დებენ მოსკოვისა და კიევის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასასმელად, თუმცა საბოლოოდ სწორედ კიევი გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა ნებისმიერ შეთანხმებას, რომელსაც აშშ შესთავაზებს.

„უკრაინელების გადაწყვეტილება არის უკრაინული გადაწყვეტილება. ზელენსკი არის სუვერენული ერის არჩეული ლიდერი და ეს გადაწყვეტილებები არის მისი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა კელოგმა.

ტრამპის წარმომადგენელის თქმით, მისი სამუშაო მდგომარეობს იმაში, რომ „ხელი შეუწყოს“ ისეთი შეთანხმების დადებას, რომელიც „უზრუნველყოფს უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს“.

ამასთან, კელოგი მიიჩნევს, რომ როგორც რუსეთი, ისე უკრაინა მზად არიან, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, რადგან ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვებას ბრძოლის ველზე.

„ახლა ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ორივე მხარეს სურს „თამაშიდან გასვლა“, – განუცხადა კიტ კელოგმა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრა იქნება პირველი ნაბიჯი იმის დასადგენად, რამდენად სერიოზულად არის მოსკოვი განწყობილი ომის დასრულების მოლაპარაკებების მიმართ
შემდეგი სტატიაზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება