
“ხანგრძლივი და ინტენსიური დღე უკრაინის უფროს ხელმძღვანელობასთან ერთად. ვრცელი და პოზიტიური დისკუსია ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ომში მყოფი ქვეყნის ნაომარ და მამაც ლიდერთან და მის ეროვნული უსაფრთხოების ნიჭიერ გუნდთან ერთად”, – წერს კელოგი სოციალურ ქსელ X-ზე.
გენერლის შეფასება ზელენსკის განცხადებას ეხმიანება, სადაც უკრაინის ლიდერმა აშშ-თან მტკიცე და რეალურად ქმედითი შეთანხმებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ფრონტის ვითარებაზე, უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებასა და უსაფრთხოების სისტემაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ომი აღარასოდეს განმეორდეს.

















