კელი: საუკეთესო, რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ ივანიშვილმაც და სააკაშვილმაც უკან დაიხიონ

იან კელი

“სააკაშვილი არ თამაშობს პროდუქტიულ როლს ახლა, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ამ კრიზისის გადაჭრის მცდელობაში.

მე ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან დამანგრეველია, რომ პრემიერმინისტრმა, ბატონმა ღარიბაშვილმა თქვას შენზე, რომ დამნაშავე ორგანიზაცია ხარ, რომელიც არ იმსახურებს, რომ გარკვეული როლი ჰქონდეს საქართველოს პოლიტიკაში. ეს არამხოლოდ არაჯანსაღი რამაა სათქმელად, არამედ ქართველი ამომრჩევლის დაახლოებით 30%-ს უზღუდავს არჩევანის უფლებას. ეს ასახავს კიდევ ერთ ტენდენციაც, რაზეც ბევრი არ გვილაპარაკია, თუმცა, ამ კრიზისის მთელი არსი არის ძალაუფლების ზედმეტად გაპიროვნებულება, არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. სავარაუდოდ, უადგილოა ჩემ მიერ აქ ასეთი განცხადების გაკეთება, მაგრამ მაინც ვიტყვი, მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო, რაც აქ შეიძლება, მოხდეს, ისაა, რომ ამ კონფლიქტის ორმა წამყვანმა ფიგურამ, ბიძინა ივანიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა თქვან, “საკმარისია, ჩვენ სრულად გავდივარ პროცესებიდან, შემდეგ თაობას უნდა მივცეთ შანსი, რომ გადაჭრან ეს პრობლემები”. ეს იქნებოდა ძალიან კეთილშობილური გადაწყვეტილება ორივეს მიერ”,-განაცხადა  აშშ-ს Institute of Current World Affairs-ის პოდკასტში  საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე და თალაკვაძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე მივიდნენ
შემდეგი სტატიავახუშტი მენაბდე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ: ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი, ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური რეფორმები