კელი: როგორ შეიძლება ხალხის ინტერესში იყოს ექსპრეზიდენტის შიმშილობის არასწორი წარმოჩენა

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამკაცრებას ეხმაურება და სვამს კითხვას – როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობას მიაჩნდეს, რომ ქართველი ხალხის ინტერესებში შეიძლება იყოს მთავრობის მიერ ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობის ფაქტის დამახინჯება და მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა.

“როგორ არის შესაძლებელი, მთავრობისთვის, ქართველი ხალხის ინტერესებში იყოს, რომ მთავრობა მცდარად წარმოაჩენს ყოფილ პრეზიდენტს, მის შიმშილობას და უარობს მისთვის იმ სამედიცინო მკურნალობის გაწევას, რაც ექიმების თქმით, მას სჭირდება?” , – წერს იან კელი ტვიტერზე.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი: ეს არის დიდი ღვაწლი,რომელიც სააკაშვილმა გასწია, ეს არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიაპარლამენტის უკანა შესასვლელიდან ვანო მაღალაშვილი გაიტაცეს