კელი დეგნანმა ივანიშვილს მთავრობის გადაყენება მოსთხოვა

5-6 ივლისის მოვლენებზე დასავლეთს საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა. ის, რაც იმ დღეებში რუსთაველზე მოხდა, შესაძლოა მთავრობის გადადგომით დასრულდეს. აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილს კატეგორიულად მოსთხოვა ღარიბაშვილის გადაყენება.
_ კელი დეგნანი ძალიან გაწიწმატებული იყო. ასე კატეგორიულად და მაღალი ტონით მას ივანიშვილთან არასდროს უსაუბრია. ელჩმა ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენება მოითხოვა, – აცხადებს “თაიმერთან” საუბარში ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო.
“თაიმერის” ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი ეწინააღმდეგება ღარიბაშვილის გადაყენებას. ამას მმართველ გუნდში და მის მხარდამჭერებში დიდი უკმაყოფილება მოჰყვება.
სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ივანიშვილს სთხოვეს, რომ პარტიის თავმჯდომარედ მოქმედი პრემიერი დანიშნოს. ირაკლი კობახიძის ატანა აღარავის აქვს.
ჩვენი წყაროს ცნობით, კობახიძე მოუთმენლად ელოდება როდის აღასრულებს ივანიშვილი კელი დეგნანის ბრძანებას. მას იმედი აქვს, რომ თავად გახდება პრემიერი.
მმართველი გუნდის კულუარებში საუბრობენ კახა კუჭავას გაპრემიერებაზეც. არც ისაა გამორიცხული მთავრობის მეთაურად არჩილ თალაკვაძე ვიხილოთ. ეს იმ შემთხვევაში თუ ღარიბაშვილს გაუშვებენ. ივანიშვილი ჯერ დეგნანის მოთხოვნის შესრულებაზე ვერ დაითანხმეს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია: ჭალე- ფახულანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
შემდეგი სტატიასასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა