კელი დეგნანმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმყოფებოდა.

როგორც საელჩო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კელი დეგნანი მემორიალთან თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლიმთან და საქართველოში უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

მათ გმირთა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„28 წლის წინ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და ასობით ათას ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია. ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება. ამ წლისთავის აღსანიშნავად და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ელჩმა კელი დეგნანმა, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ და საქართველოში უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის წევრებმა გმირთა მოედანი გვირგვინით შეამკეს“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება გმირთა მემორიალთან – დაკავებულია ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ თავმჯდომარე
შემდეგი სტატიალილუაშვილი ფარულ ჩანაწერებზე – ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით, სამწუხაროდ, ესეა ეს ცხოვრება