კელი დეგნანის განცხადება ელექტრონული კენჭისყრის რისკებზე აბსოლუტურად ზუსტია, ბევრად მძიმე რისკებიც ახლავს თან…დეტალურად – სექტემბერში – გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ელექტრონული კენჭისყრასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

“კელი დეგნანის განცხადება ელექტრონული კენჭისყრის რისკებზე აბსოლუტურად ზუსტია. მეტიც, ამ სისტემას ბევრად უფრო მძიმე რისკებიც ახლავს თან. ელექტრონულად ხმის მიცემას თუ რამე მიმართულებით ჩავატარებთ, ეს, პირველ რიგში, უნდა იყოს შესაძლებლობა ყველა ემიგრანტისთვის მისცეს ხმა მისთვის სასურველ პარტიას უსაფრთხო სისტემის მეშვეობით. ის, რასაც დღეს გვთავაზობს ოცნება, აბსოლუტურად სხვა მიზანს ემსახურება – არჩევნების გაყალბებას.

დეტალურად – სექტემბერში”, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშითქვენ როგორც ელჩი ვერ შედექით, goodbye my darling – ზარქუა დეგნანს
შემდეგი სტატიაროცა სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ გამყალბებელი ხარ და საშიშია ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები, ეს არის განაჩენი რუსული პარტიისთვის – შესაბამისად, ქართველმა ხალხმა ეს განაჩენი უნდა აღასრულოს – ხაბეიშვილი