კელი დეგნანი ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა: “რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება”

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მესაუბრა ზაზას ოჯახთან. ვფიქრობ ეს არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა თამაშს თამაშობს საქართველოში რუსეთი. ამას რეალური შედეგები აქვს ადამიანებზე. ვადასტურებ ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება, უკან გაიწვიოს აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება. ეს უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიგახარია ამბობს, რომ პარტიის რეგიონული ორგანიზაციების შექმნის თვალსაზრისით, პირველი ნაბიჯი გადადგეს
შემდეგი სტატიარატომ გაძლიერდა ე.წ კრიმინალური ავტორიტეტების ინსტიტუტი საქართველოში?