კელი დეგნანი – ველით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად

ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა მინისტრთან. ჩვენი თანამშრომლობა ბევრ მიმართულებას მოიცავს, რასაც უკვე შეაქვს წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს, უზრუნველყოს კეთილდღეობა ქვეყნის ყველა რეგიონში.

გვაქვს საკმაოდ ფართო და მოცულობითი პროგრამები ენერგეტიკის, მცირე და საშუალო წარმოების, სოფლის მეურნეობის და საზღვაო სექტორის მიმართულებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია2020 წლის პირველ კვარტალში აშშ-იდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34 პროცენტით გაიზარდა