კელი დეგნანი: საქართველო უნდა ელოდოს, რომ რუსეთი არჩევნებში ჩარევას შეეცდება

აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ამბობს, რომ მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველო რუსეთისგან ჩარევას უნდა ელოდოს. ამის შესახებ ელჩმა დღეს, 31 აგვისტოს, ჟურნალისტების კითხვის პასუხად ისაუბრა.

“საქართველო უნდა ელოდოს, რომ რუსეთი ეცდება არჩევნებში ჩარევას. იგი მოაწყობს დეზინფორმაციის კამპანიებს, გასწევს სხვა ისეთ ძალისხმევებს, რაც შეიძლება საერთოდ არ იყოს არჩევნებთან კავშირში.

აშშ-ს საელჩოსა და საერთაშორისო დონორებს აქვთ ცნობიერების ამაღლების ინიციატივები საზოგადოებისთვის, რათა ქართვლებს შეეძლოთ ყალბი ამბების გადამოწმებული ინფორმაციისგან გარჩევა”.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჩხენკელი – გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და თქვენი ცხოვრების ახალი, უაღრესად საინტერესო ეტაპის დაწყებას
შემდეგი სტატიაპროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს