კელი დეგნანი: სახალხო დამცველი იმსახურებს ქებას და არა კრიტიკას

სახალხო დამცველი იმსახურებს ბევრ მხარდაჭერას და როგორც აქამდე მითქვამს, ის იმსახურებს მოწონებას და ქებას და არა კრიტიკას – ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

“სახალხო დამცველი და მისი გუნდი აკეთებენ ზუსტად იმას, რისი უფლებას მათ საქართველოს კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული. ისინი არიან ადამიანის უფლებების დამცველები, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ისინი ასრულებენ ნამდვილად აღსანიშნავ სამუშაოს ინტენსიური ზეწოლის ქვეშ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაწოდონ, ზუსტი, მიუკერძოებელი ობიექტური ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მოსახლეობას სჭირდება და რომლის სერიოზული ნაკლებობაც არის.

სახალხო დამცველის ოფისი ასრულებს თავის მოვალეობას პროფესიონალურად, მიუკერძოებლად და შთამბეჭდავად და სწორედ ამის გამო გვჯერა იმ ანგარიშების, რომლებსაც მისი გუნდი ამზადებს, შეფასებებს, რომლებსაც ისინი აკეთებენ და აწვდიან მოსახლეობას, ინფორმაციას, რომელსაც მათ შეუძლიათ დაეყრდნონ. სახალხო დამცველი იმსახურებს, ბევრ მხარდაჭერას და როგორც აქამდე მითქვამს, ის იმსახურებს მოწონებას და ქებას და არა კრიტიკას” – ამბობს კელი დეგნანი

banner
წინა სტატიაშიზარქუა: იმედი მაქვს, რადიკალურ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს ეყოფა გონიერება და არ მოაწყობენ ქაოსს
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: შეშფოთებული ელენე ხოშტარიას მდგომარეობით