კელი დეგნანი: სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის გამოცდა

სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის გამოცდა, დავაკვირდებით, თუ მიმდინარეობს ეს საქმე მიუკერძოებლად, სწორედ ამის იმედი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანი მიიჩნევს, რომ საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია.

„გუშინდელზე საუბარზე მეტად მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ წინსვლაზე. ჩვენ გვსურს, ადამიანები ფოკუსირებული იყვნენ არჩევნებზე. ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია. არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებსაც საჭიროა, რომ ეს ქვეყანა გაუმკლავდეს, ასეთია სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, კოვიდი, განათლება, წყალი, გზები. ჩვენ იმედი გვაქვს, ამ არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები დაუბრუნდებიან მუშაობას იმ საკითხებზე, რომლებიც პრიორიტეტულია ქართული საზოგადოებისთვის.

სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის გამოცდა. ჩვენ დავაკვირდებით, თუ მიმდინარეობს ეს საქმე მიუკერძოებლად და ქართული კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. სწორედ ამის ნახვის იმედი გვაქვს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, ამის იმედი მაქვს, ხმა მივეცი დეპოლარიზაციას
შემდეგი სტატიაბათუმში ჩვენ დამკვირვებელს თავს დაესხნენ და თავ-ყბის დამტვრევით დაემუქრნენ – სიმონიშვილი