კელი დეგნანი: რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან, უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები

წელიწადის ეს დრო ძალიან მტკივნეული პერიოდია, როდესაც ვიხსენებთ წარსულ ამბებს, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა ომში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას 2008 წლის აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქართველებს რომ პროგრესის იმედი ჰქონდეთ, ამისთვის რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან, უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები, რათა გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას დახმარების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

„წელიწადის ეს დრო ძალიან მტკივნეული პერიოდია, როდესაც ვიხსენებთ წარსულ ამბებს, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა ომში. ეს პროცესები გრძელდება იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ცხოვრობს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. იმისთვის, რომ ამ საკითხების მოგვარების რაღაც იმედი გაჩნდეს და ქართველებს ჰქონდეთ პროგრესის იმედი, რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს ძალები საქართველოდან, უკან უნდა წაიღოს რეგიონების აღიარება და გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები, რათა ყველას, ვინც ცხოვრობს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს დახმარება, რომელიც სჭირდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე აცხადებს, რომ თანამდებობას ტოვებს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-კამიკაძეები დარიალის ხეობიდან – აგვისტოს ომის უცნობი გმირები