კელი დეგნანი: როგორ უნდა მიეცა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში შემოსვლის ნება პირისთვის, ვინც არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონები და სრულად უგულებელყო ისინი აფხაზეთში ჩასვლით

რადიო თავისუფლების ჟურნალისტის შეკითხვაზე,როგორი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის პოლიტიკა რუსეთის მიმართ? როგორ პოლიტიკას უნდა მისდიოს მან რუსეთის ოკუპაციასთან გასამკლავებლად? და, ვიცი, ბევრს აინტერესებს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს აშშ რეგიონში თავისი სტრატეგიული პარტნიორის დასაცავად, დიპლომატი პაუსხობს აშშ თვლის, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ფორმატი, რომელშიც უნდა გადაწყდეს ეს საკითხი.

“არსებობს მექანიზმი და ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. ეს არის კონფლიქტი, რომელიც გადაწყდება დიალოგითა და დიპლომატიით. როგორი იმედგამაცრუელებლიც უნდა იყოს ხანდახან და როგორი დროში გაწელილიც უნდა იყოს ეს პროცესი, აშშ თვლის, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ფორმატი, რომელშიც უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. საქართველო კვლავაც აჩვენებს თავის მყარ პოზიციას იქ. არის გარკვეული კრეატიული მიდგომები და ინიციატივები, რომლებიც მნიშვნელოვანია და არის გზების ძიება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანებისკენ, როგორ შენარჩუნდეს ეს კავშირები. ამ ურთიერთობების შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო ფოკუსირებულია ამაზე – საკუთარ მოქალაქეებთან კონტაქტის შენარჩუნებაზე. ეს ნამდვილად რთულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

ევროსაბჭოს მინისტერიალის ჩატარების თაობაზე აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მიეცა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში შემოსვლის ნება პირისთვის, ვინც არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონები და სრულად უგულებელყო ისინი აფხაზეთში ჩასვლით.

“როგორც ვიცი, რუსეთი არ აპირებდა მკაფიოდ ეთქვა, ვის გამოგზავნას გეგმავდა დელეგაციის ხელმძღვანელად. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მიეცა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში შემოსვლის ნება პირისთვის, ვინც არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონები და სრულად უგულებელყო ისინი აფხაზეთში ჩასვლით. ეს საქართველოს აყენებს პოზიციაში, როცა არ წარმომიდგენია, როგორ შეძლებდა ქვეყანაში შემოსვლის ნება დაერთო მისთვის. ეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, თუმცა ღონისძიების სტრასბურგში ჩატარება არ არის უპრეცედენტო მოვლენა“-აცხადებს  კელი დეგნანი.

ნება მომეცით, გავიმეორო ჩვენი მყარი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს არის ის, რაც კვლავაც უცვლელია. რუსეთმა უნდა იტვირთოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება: უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს ბორდერიზაცია. ეს საშიშია და სრულიად მიუღებელი. ვფიქრობ, რასაც ვაკეთებთ საქართველოსთან ერთად, იმისათვის, რომ გავაძლიეროთ მისი უნარი დაიცვას თავისი საზღვრები და რომ გაიზარდოს თანამშრომლობა საზღვაო სივრცესთან დაკავშირებული ინფორმირებულობის საკითხზე, რაც ახსენა კიდეც საგარეო საქმეთა მინისტრმა, აქვს მნიშვნელოვანი შემაკავებელი ეფექტი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი რუსეთისთვის, რაც მისთვის სრულიად გასაგებია. არავითარი ბუნდოვანება ამ გზავნილს არ ახლავს. ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი რეაგირება, რაც საქართველომ უნდა განაგრძოს-განაცხადა დიპლომატმა.

 

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: ვიმედოვნებთ, ამერიკული ბიზნესებისთვის იქნება შესაძლებლობა ინვესტირება განახორციელონ არა მხოლოდ ანაკლიის პორტის პროექტში, არამედ სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში