კელი დეგნანი: პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი

„პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი“, – ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

დეგნანის თქმით, მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გამბედაობა რთული ნაბიჯების გადასადგმელად.

„პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი, ეს არ არის ის, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა გასულ ოქტომბერში. საჭიროა არსებობდეს ჯანსაღი მმართველი პარტია, რომელიც გაწონასწორებული იქნება ჯანსაღი ოპოზიციით საქართველოს პარლამენტში.

მეტი სიცხადისთვის გავიმეორებ, მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გამბედაობა ამ რთული ნაბიჯების გადასადგმელად, მათ და მათმა მომხრეებმა უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. სინამდვილეში, კომპრომისი არის პოზიციების დასაახლოებლად. ეს არის ამომრჩევლის პატივისცემის ნიშანი“, – განაცხადა დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე: მზად ვარ “დნმ”-ის ანალიზი ჩავაბარო – მეუფე სტეფანე უღმერთოდ იქცევა
შემდეგი სტატიადეგნანი: ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე