კელი დეგნანი: მთავრობას და პარტიებს ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ ხელი მოაწერეს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებულ შეთანხმებას

მთავრობას და პარტიებს ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ ხელი მოაწერეს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებულ შეთანხმებას, რომელიც კომპრომისზე იყო დამყარებული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც პარტიების მიერ შარლი მიშელის წარდგენილ დოკუმენტს ხელი ეწერება.

ელჩი მხარეებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს აქ ვიმყოფები. ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ რთული მუშაობა გავწიეთ. აშშ-ის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ისევე, როგორც მოგილოცოთ საქართველოს ეს წარმატება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს აყვავებული და საქართველოს ჰქონდა ის პოლიტიკური გამბედაობა, რომ ამ პროცესში ჩაბმულიყო. მთავრობას და პარტიებს ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ ხელი მოაწერეს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებულ შეთანხმებას, რომელიც კომპრომისზე იყო დამყარებული. ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. აშშ-ის სახელით მინდა მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის“, – განაცხადა დეგნანმა.

 

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: ძალიან მნიშვნელოვნი დღეა ყველასთვის, ბევრი გამოწვევაა, რომელიც გველოდება
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი: საქართველოს გაუმარჯოს!