კელი დეგნანი გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატობის შესახებ – შედეგი 2 ოქტომბრის არჩევნებზე გამოჩნდება

ქართველი ამომრჩევლების გადასაწყვეტია, შედეგი 2 ოქტომბრის არჩევნებზე გამოჩნდება, – ასე შეაფასა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ საქართველოში არჩევნები მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩატარდება.

„იმედია, რომ საარჩევნო კამპანია საკმაოდ ნორმალურ გარემოში ჩატარდება და ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ გაუმჯობესდეს საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება. ეს იქნება ამ კამპანიის მთავარი ორიენტირი. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია უსაფრთხო გარემოში ჩატარდება, არ იქნება არავითარი ჩაგვრა, შეურაცხმყოფელი განცხადებები, თუნდაც სოციალურ მედიაში. იმედი გვაქვს, არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდება. ჩვენ ველით, რომ ეს იქნება მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნები“,-განაცხადა დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი – საქართველოში „ამერიკული კულტურის ცენტრის“ გახსნა არის ახალი შესაძლებლობა, გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 206, იმერეთში – 453, აჭარაში – 295