კელი დეგნანი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გუშინდელ განცხადებას ლუგარის ცენტრისადმი ნდობისთვის ძირის გამოთხრის სუსტ მცდელობად მიიჩნევს

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სუსტ მცდელობას უწოდებს.

ამის შესახებ ელჩმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც კელი დეგნანს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„ეს არის კიდევ ერთი სუსტი მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ძირი გამოუთხარონ ნდობას, რაც ქართველებს აქვთ ლუგარის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში მომუშავე ქართველების საქმიანობის მიმართ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის შეფასებით, დაავადებთა კონტროლისა და ლუგარის ცენტრებით ქართველებს შეუძლიათ, იამაყონ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ადამიანი თურმე წავიდა ღამურის დასაჭერად, რომ მერე ლუგარის ცენტრისთვის მიეყიდა, ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც არც ერთი ჩემი შვილიშვილი არ დაიჯერებს
შემდეგი სტატია31 წლის წინ დაიღუპა თვალსაჩინო მამულიშვილი ვოვა ვეკუა