კელი დეგნანი – ჩვენ ვიდგებით საქართველოს გვერდით, რადგანაც ორივე ქვეყანას სურს მშვიდობიანი, სტაბილური, წარმატებული და განვითარებული​ მომავალი

საქართველო და ამერიკა იზიარებენ საერთო ღირებულებებს, ჩვენ ვიდგებით საქართველოს გვერდით, რადგანაც ორივე ქვეყანას სურს მომავალი, რომელიც იქნება მშვიდობიანი, სტაბილური, წარმატებული და განვითარებული​, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, 4 ივლისი არის დღე, როდესაც დამფუძნებელმა მამებმა ხელი მოაწერეს აქტს და როდესაც ამერიკელმა ხალხმა პირობა დადო, რომ ააშენებდა სახელმწიფოს, რომელიც დაეფუძნებოდა ფუნდამენტურ ღირებულებებს.

„მოხარული ვარ და არაჩვეულებრივია, რომ ჩვენს მეგობრებს, სტუმრებს ვმასპინძლობთ აქ 4 ივლისის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. მოგეხსენებათ, წელს აღინიშნება 246 წელი დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელის მოწერიდან და წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული, რადგან ჩვენ ავღნიშნავთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავს. 4 ივლისი არის დღე, როდესაც დამფუძნებელმა მამებმა ხელი მოაწერეს აქტს და როდესაც ამერიკელმა ხალხმა პირობა დადო, რომ ააშენებდა სახელმწიფოს, რომელიც დაეფუძნებოდა ფუნდამენტურ ღირებულებებს, თავისუფლებს და დემოკრატიას და ამერიკელმა ერმა არაერთხელ უჩვენა ერთგულება ამ პირობის მიმართ, ცდილობს რა, უზრუნველყოს ყველას უფლებების დაცვა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საქართველო და ამერიკა იზიარებენ ამ საერთო ღირებულებებს და ჩვენ ვიდგებით საქართველოს გვერდით, რადგანაც ორივე ქვეყანას სურს მომავალი, რომელიც იქნება მშვიდობიანი, სტაბილური, წარმატებული და განვითარებული. ამაზე ვმუშაობდით ბოლო 30 წლის განმავლობაში და ამას გავაგრძელებთ მომავალში“, – განაცხადა დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი: მივმართავ კელიდ დეგნანს, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ დღესვე კადრები, როგორ გამისწორდნენ ფიზიკურად
შემდეგი სტატიაოხანაშვილი: წერეთელმა პროვოკაცია მოაწყო, შემდეგ კი მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა