კელი დეგნანი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა.

ინფორმაციას აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავი რეგიონული ვიზიტებისას ელჩი დეგნანი მოხარული იყო მოსამართლეებთან შეხვედრის შესაძლებლობით. საქართველოს მოსამართლეებთან შეხვედრისას განიხილებოდა ის გზები, რომლითაც შეერთებულ შტატებს შეუძლია მხარი დაუჭიროს ეფექტიან, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს. ელჩისთვის პატივი იყო დღეს შეხვედროდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს, მათ გამოცდილებასა და გამოწვევებზე სასაუბროდ. გასული 30 წლის განმავლობაში ქართველი და ამერიკელი მოსამართლეები და იურისტები ერთად მუშაობენ საქართველოს სასამართლო სისტემის გამტკიცებისა და მოდერნიზაციისთვის იურიდიული განათლების, ტრენინგებისა და გაცვლითი პროგრამების საშუალებით. შეერთებულ შტატებს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის 30-წლიანი ისტორია აქვს. ამ ხნის განმავლობაში 6 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ასობით მოსამართლე, შეერთებულ შტატებში გაცვლითი პროგრამით გაიგზავნა. ხალხთა შორის ეს კავშირები წარმოადგენს ჩვენი მტკიცე პარტნიორობის საფუძველს. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სასამართლოს შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპატარა კაცი უზარმაზარი კომპლექსებით… საკითხავია, 2 წელიწადში, სად იქნება მედვედევი – პოდოლიაკი