კელი დეგნანი: აუცილებელია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო სისტემა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 20, 2020 18:57

კელი დეგნანი: აუცილებელია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო სისტემა

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში საქართველოში პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი სასამართლო სისტემის არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

კელი დეგნანის თქმით, ინვესტიციების მოსაზიდად აუცილებელია პოლიტიკური დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ქონა, წინააღმდეგ შემთხვევაში ინვესტორები სხვაგან წავლენ.

“იმისთვის, რომ ქვეყანამ ინვესტიციები მოიზიდოს აუცილებელია შეიქმნას ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, აუცილებელია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო სისტემა. ინვესტორს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ დავა დროულად და სამართლიანად გადაწყდება. ამის გარეშე ინვესტორები ფულს სხვაგან წაიღებენ. სწორედ ამიტომ, აშშ წლებია მხარს უჭერს საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებას, რომლის შიგნითაც ბევრი პროფესიონალია. სანდო და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა იქნება დამატებითი გარანტია საქართველოში მეტი ინვესტირებისთვის”, — განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ ამ მიმართულებით პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის დემოკრატიული, ასევე, ეკონომიკური განვითარების კუთხითაც.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 20, 2020 18:57

Google სტატისტიკა


9,124
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics