კელი დეგნანი: არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას

არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევასმა ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

„ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ როგორი აქტიური და კრეატიულია რუსული დეზინფორმაცია, რომელიც ბევრ არჩევნებში ერევა და საქართველო აშკარა სამიზნეა. ამერიკა, ბრიტანეთი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ეხმარებიან, რათა უკეთ შეაფასონ ის ინფორმაცია, რომელსაც იღებენ. მე არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას, განსაკუთრებით, როცა სრულად პროპორციული სისტემისკენ მიიწევს. ასევე, დიდი წარმატება იქნება, თუ საქართველო კარგი არჩევნების ჩატარებას შეძლებს და კიდევ გახდება მისაბაძი მაგალითი არამარტო ამ რეგიონში, არამედ სხვა რეგიონებშიც“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა კიბერუსაფრთხოების საკითხი, რადგან საქართველოზე ბოლო პერიოდში კიბერშეტევა განხორციელდა.

„ეს ის საკითხია, სადაც საქართველოს ბოლო პერიოდში დიდი გამოწვევები ჰქონდა. საქართველოზე განხორციელდა დიდი შეტევა რუსეთის „გრუს“ მიერ. ეს გამომაფხიზლებელია როგორც საქართველოსთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიანტიკორუფციულმა სამსახურმა ,,სათე ჯის” თანამშრომელი დააკავა
შემდეგი სტატიაქუთაისის აეროპორტის ბაზაზე დროებით ჩერდება ოპერირება და არ იხურება