კელი დეგნანი: 8 მარტის შეთანხმება აღარ საჭიროებს დამატებით განმარტებას, მხარეებმა იციან რა პირობებზეც დათანხმდნენ

არ იქნება მართებული კომენტარი გავაკეთო საქმეზე, რომლის განხილვაც ახლა მიმდინარეობას სასამართლოში, ეს არ არის ფასილიტატორების როლი. 8 მარტის შეთანხმება აღარ საჭიროებს დამატებით განმარტებას, მხარეებმა იციან, რა პირობებზეც დათანხმდნენ, ეს მათ თავად შეიმუშავეს, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა დღეს გამართულ ონლიან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმების სრულად განხორციელება არის ქვეყნის ინტერესებში, რადგან ის მიმართულია პარალიზებული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაციისკენ და უკეთესი პირობების შესაქმნელად 2020 წლის არჩევნებისთვის. „შესაბამისად, ამ შეთანხმების სრულად შესრულება არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ასახავს იმ რეკომენდაციებს, რაც აქვს ეუთო/ოდირს“, – აღნიშნა დეგნანმა.

აშშ-ის ელჩის განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილებები ქართველი ხალხის არჩევანია, რაც გულისხმობს უფრო მეტად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რაც თვის მხრივ უზრუნველყოფს უფრო მეტ პლურალიზმს პარლამენტში. „მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტი განახორციელებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იყო 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი, რაც შეეხება მეორე ნაწილს, შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მხარეებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ მოლაპარაკებებში, უნდა შეასრულონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ საქართველო ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს“, – განაცხადა დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობა გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: პრეზიდენტმა დეპოლარიზაციისთვის გამბედავი გადაწყვეტილება მიიღო