კელი: 90-იანების შემდეგ აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობები ასეთი ცუდი არ ყოფილა

“ვფიქრობ და ძალიან მტკივა გული, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვალსაზრისით ძალიან მდგომარეობაში ვიმყოფებით. ასეთი ცუდი არ ყოფილა აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები, 90-იან წლებს თუ არ ჩავთვლით. ჩვენ ვხედავთ ქმედებებს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ვიზების გაუქმების თვალსაზრისით, დახმარების გაყინვა, კონგრესში შეტანილი კანონპროექტი, რომელიც დაავალებს სახელმწიფო დეპარტამენტს დაადგინონ ისეთი პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამერიკისგან საქართველოს დისტანცირებაში. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესების გატარებაა”,-განაცხადა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშინარმანია თინა ბოკუჩავამ დღეს მის მოადგილედ დაასახელა ზაზა გოგავასთან ერთად
შემდეგი სტატიაზეია: მოსახლეობამ თავისი წარმომადგენელი დაშინებისა და ძალადობის გარეშე უნდა აირჩიოს