„კეკოს“, „მაჩიტას“, „ბაბუცას“ და კიდევ 3 პირს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული 6 პირი, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

გამოძიების ვერსიით, ერთად დასაქმებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიშვა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბრალდებულებმა, კონფლიქტის მოგვარება „ქურდული სამყაროს“ წესების მიხედვით გადაწყვიტეს და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს, რის შემდეგაც მათ შორის „ქურდული გარჩევა“ მოეწყო.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კონკრეტული მტკიცებულებები მოიპოვეს, მათ შორის მოსამართლის განჩინებით ჩაწერილია, ბრალდებულების სატელეფონო საუბრები.

პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

banner
წინა სტატიაში“გმირები არ კვდებიან” – აშშ-ში რუსეთის საელჩოსთან ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი მიტინგი გაიმართა
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთში მოგზაურობას რუსებისთვის სახიფათო უწოდა