კეილ ბრაუნი: ხარვეზები და დოკუმენტური დარღვევები უნდა მოგვარდეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე კეილ ბრაუნი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

„ვიზიარებთ ეუთო-ს შეფასებას. საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები, მაგრამ ამომრჩეველზე ზეწოლისა და სახელმწიფოსა და პარტიას შორის არსებული ბუნდოვანი ზღვარის შესახებ ბრალდებებმა საზოგადოების ნდობა შეამცირა. ხარვეზები და დოკუმენტური დარღვევები უნდა მოგვარდეს“, – აცხადებს ბრაუნი.

banner
წინა სტატიაშიანდერს ფოგ რასმუსენი – საერთაშორისო დამკვირვებლების პირველადი შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილს სამგორის საოლქო კომისიის თავმჯდომარე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს