კედლები, რომლებიც საქართველოში რუსეთის მიერ არის აღმართული, იგივე ბედს გაიზიარებს” – ციხელაშვილმა მართულხლართები ბერლინის კედელს შეადარა

საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და რუსეთის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ – ამ თემაზე ისაუბრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე.

პორტუგალიის ქალაქ კაშკაიშში ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ მავთულხლართების აღმართვა ბერლინის კედლის მშენებლობას შეადარა და განაცხადა, რომ რუსეთს მიზანია ყველანაირად ხელი შეუშალოს იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიისწრაფიან.

„ბერლინის კედლის დაცემა ჩვენთვის წარმოადგენს შთაგონების წყაროს, რომ ახალი კედლები რომლებიც საქართველოში რუსეთის მიერ არის აღმართული, იგივე ბედს გაიზიარებს. ეს კედლები არის მართულხლართები, რომლითაც შემოსაზღვრულია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის. ისინი გადის ასზე მეტ სოფელზე და ერთმანეთისგან ჰყოფს აქ მცხოვრებ ადამიანებს. გარდა გაყოფისა, მოსკოვი ადგილზე რეგიონის რუსიფიკაციის მცდელობას ახდენს. ყველაზე ცნობილი ხერხი, რომელსაც კრემლი იყენებს უკანონო პასპორტიზაციაა.

“მოსკოვს უნდა, რომ ეს მეზობელი ქვეყნები რუსეთის ორბიტაზე დარჩნენ და არ გადაუხვიონ უფრო სასურველი მიზნების მისაღწევად, მაგალითად როგორიცაა ევროკავშირი და ევროატლანტიკური ინსტიტუტები. სწორედ ამიტომ საქართველოსთვის ეს არა მხოლოდ არჩევანი, არამედ თავისუფლებისთვის ბრძოლაა და ამის დათმობას არ ვაპირებთ,“-განაცხადა ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელ მეგობრებს არ ვურჩევდი სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას – კობახიძე
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა : ვლადიმირ ზელენსკიმ ხალხის ნებაზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილება მიიღო