კიდევ, ერთი დღე დაიწყო და, რა თქმა უნდა, ხალხს ისევ კარგად არ აქვს საქმე — მაგრამ საყურადღებო და საგანგაშო არაფერია, ხომ?!
ქვეყანა, ზუსტად ასეა ჩაფიქრებული: ხალხმა იშრომოს, სხვებმა კი, მათი შრომა, პარკში ჩაყარონ და “პრაგულკაზე” წაიღონ!
მაღაზიაში რომ შედიხარ, პროდუქტის ფასი ისე გიყურებს, თითქოს, შენ გეჭიროს ვალი: (პირობითად) კარტოფილს დახლზე აწერია კონკრეტული ფასი, სასწორზე “განახლებული”, სალაროსთან “კატასტროფული”…
აი, პროგრესი — ისე იცვლება ფასები სიმაღლესა და სიგანეში, რომ ხანდახან საკუთარ თავში გეპარება ადამიანს ეჭვი, “თვალმა ხომ არ მოგატყუა?!”
ხალხს რომ უჭირს?! ეჰ, მაგაზე რა სასტიკი ირონია გვაქვს:
„აბა, სხვა ქვეყნების ხალხს არ უჭირს?! ჩვენ რა, განსაკუთრებულები ვართ?!“
ჰო, რა თქმა უნდა — გაჭირვებაშიც “კონკურენციაა”, ვინ, უფრო ღრმად, ჩავა ფსკერზე!
ბანკები კი ისეთი გულისხმიერები არიან, რომ თუ, ვალს ვერ იხდი, კომპრომისისთვის დაგირეკავენ, “გაგიუმჯობესებენ პირობებს” და ზრდილობიანადაც გისაყვედურებენ — ასეთი სითბო, ახლო მეგობრებსაც კი არ აქვთ!
ხალხი კი მაინც იცინის, იცის რატომ: როცა ცხოვრება გასატეხია, ან იტირებ, ან გაიცინებ — და ჩვენ, რა თქმა უნდა, მეორე გზას ვირჩევთ, იმიტომ, რომ პირველისთვის დრო აღარ გვრჩება!
მოკლედ, ვინც, მეტ ფულს აკეთებს, იმას უფრო მეტი აქვს;
ვინც, ნაკლებს — იმას, კიდევ უფრო, ნაკლები.
ეკონომიკა მუშაობს შესანიშნავად, თუ იმის მხარეს ხარ, სადაც მზეს არ ჩრდილავს ის კედელი, რომელსაც საზოგადოება ეუბნება: „ამ ქვეყანას გონიერი ხალხი უნდა მართავდეს“ — და კედელი პასუხობს: „მე რა შუაში ვარ?!”
ასეა, მეგობრებო… გვეღლება ქვეყანა, რომელიც ჩვენგან ელოდება გამძლეობას, ამასობაში, იმ რეალობამდე მივედით, ქვეყანაც კი გვაფიქრებინებს, რომ თვითონაც არ იცის საერთოდ რა უნდა!
მაგრამ, ნუ ვნერვიულობთ — მთავარია, პრობლემები არ განვიხილოთ პრობლემებად და ყველაფერი კარგად იქნება!
ავტორი: ბერდია კალანდია

















