კაზრეთის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში კაზრეთის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

როგორც ”თაიმერს” ”საქართველოს მელიორაციიდან” აცნობეს, პირველ ეტაპზე მაგისტრალური არხის 4 კილომეტრამდე ფილტრაციული მონაკვეთი რკინა-ბეტონით მოპირკეთდება. პროექტის სრულად განხორციელების შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 1045 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი. გაუმჯობესებული საირიგაციო მომსახურებით მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.

სამუშაოების I ეტაპი, რომლის ღირებულებაც 236 953 ლარს შეადგენს 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

2012 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 46 255 ჰექტრამდეა გაზრდილი.

banner
წინა სტატიაშიშავი ზღვის აჭარის აკვატორიაში 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება – მოსახლეობას წითელი ალმებით აფრთხილებენ
შემდეგი სტატია„შენების მოძრაობამ“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატად გოჩა მეგრელიშვილი წარადგინა